Monday, November 19, 2018

პროექტით სწავლება

აღნიშნულმა ტრენინგმა საშუალება მომცა,საფუძვლიანად შემესწავლა პროექტის შექმა.დავგეგმო უფრო საინტერესო და პრობლემაზე ორიენტირებული პროექტი, რაც გაზრდის მოსწავლეთა ინტერესსა და პროცესში ჩართულობას.

Thursday, November 15, 2018

ჩემი პროექტი

ვიმუშავე პროექტზე "ინკების ცივილიზაცია".ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეიძენენ  იდეების და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვას წერილობითი და ელექტრონული ფორმით. ფაქტებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანას.

პროექტის პორტფოლიო

მოსწავლის ნიმუში საპრეზენტაციო


პროექტის პრეზენტაცია


Monday, November 12, 2018

შეფასების მოკლე მონახაზი


როექტს  ვიწყება მოსწავლის საჭიროებების განმსაზღვრელი შეფასებით, რომლის მიზანია მოსწავლის აპრიორი ცოდნის განსაზღვრა და მათი ინტერესის გაღვივება.პროექტს ვიწყებ მოკლე ჩანაწერებით, რათა მქონდეს თითოეული მოსწავლის საჭიროებების შესახებ მონაცემები. პროექტის განმავლობაში მოსწავლეთა აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების ხელშეწყობის და მათ მიერ თემატიკის გაგების ხარისხის მონიტორინგისათვის გამოკითხვაც გამოვიყენებ.ვიყენებ მოკლე ჩანაწერებს-რომელიც ხელს მიწყობს, თვალი მივადევნო თიტოეული მოსწავლის საჭიროებებს. რუბრიკა პროექტის კვლევის და პრეზენტაციის კომპონენტების შეფასების მთავარი მეთოდია. იგივე რუბრიკა გამოიყენება პროექტის ბოლოს საბოლოო პრეზენტაციის შეფასებისათვის.
მოსწავლეებს  ჯგუფური სამუშაოს რუბრიკაც გაუზიარეთ, რათა გაიგონ, თუ რა მოლოდინი არსებობს ჯგუფური მუშაობის პროცესში. პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ  ჯგუფური მუშაობის შესაფასებლად იგივე რუბრიკა უნდა გამოიყენონ. ვიყენებ პრეზენტაციის რუბრიკას,რომელსაც მოსწავლეები იყენებენ მასწავლებლის შეფასებამდე საკუთარი პრეზენტაციის შეფასებამდე. თანატოლთა უკუკავშირის ფორმას ვიყენებ, რათა მოსწავლეებმა ერთმანეთის ნაშრომი შეაფასონ და კვლევის და პრეზენტაციის შექმნის პროცესში მასწავლებელი მოსწავლეებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად უნდა შეხვდეს, რათა მათ შეკითხვებს უპასუხოს, შეაფასოს მათი პროგრესი და დააკვალიანოს ისინი. წაახალისეთ მოსწავლეები გაუზიარონ უკუკავშირი თანაკლასელებს პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ.
პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა დასკვნითი ესე უნდა დაწერონ, სადაც თავიანთ მოსაზრებებს შეაჯამებენ.



Sunday, October 14, 2018

მიმართულების მიმცემი კითხვები

საშუალებას მომცემს მოსწავლეებს გავუმარტივო თემის დამუშავება.

Sunday, October 7, 2018

21-ე საუკუნე და უნარ-ჩვევები

პროექტების განხორციელება ჩემს მოსწავლეებს ხელს შეუწყობს  თანამშრომლობითი უნარების განვითარებას და უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულები.